ჩვენ შესახებ


გრანდ მოლი, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელშიც წარმოდგენილია 100-მდე ბრენდული მაღაზია, კვების ობიექტები, კინოთეატრი, ბოულინგი, ფიტნეს კლუბი და ბავშთა გასართობი ცენტრი. ის მდებარეობს ქალაქის ყველაზე ტურისტულად დატვირთულ ზოლში, ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე. გრანდ მოლს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა რეგიონის განვითარების კუთხით, რომელიც შექმნის 1000-მდე ახალ სამუშაო ადგილს.

შენობის კონცეფცია და დიზაინი შემუშავებულია პროფესიონალი კომპანიების მიერ, რომელთა გამოცდილება ათწლეულებს ითვლის ევროპის სავაჭრო ცენტრების განვითარებასა და მართვაში. სავაჭრო ცენტრის არქიტექტურა გამორჩეულია მრავალი თვალსაზრისით. განხორციელებული ინვესტიციის პროცესში გამოყენებულია ყველაზე მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც მორგებულია კონკრეტულად სავაჭრო და გასართობი ცენტრის სამუშაო მოთხოვნილებებზე. შენობის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად დანერგილია შესაბამისი ტექნოლოგიური მეთოდები, რაც ელექტროენერგიის სტანდარტულ გამოყენებას ამცირებს 35%-ით.

სავაჭრო ცენტრი, სადაც მთლიანი სალიზინგო ფართი 24000 კვადრატულ მეტრზე მეტია, შედგება 5 სართულისგან. პირველ 4 სართულზე განთავსებულია სავაჭრო ობიექტები, ხოლო მინუს სართულზე ავტოსადგომი 150 ავტომანქანაზე. გრანდ მოლი გახდა DAR HOLDING GROUP-ის წევრი, რომელიც მოიცავს ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა ჰიპერმარკეტების ქსელი Modus (წარმოდგენილი ექვსი ფილიალით თბილისში და ბათუმში), სამშენებლო და დეველოპერული კომპანია (Dar Building), სასტუმრო ბიზნესი (Era Palace Hotel /Ramada Hotel) და სამშენებლო მასალების წარმოება (Dar Capital).

1999 წლიდან DAR HOLDING GROUP არის წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ასევე ეწევა სამშენებლო და სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობას ქართულ ბაზარზე; კომპანია რომელიც აერთიანებს 1200-ზე მეტ თანამშრომლს და ოპერირებს 250 მილიონი ქართული ლარის ოდენობის მთლიანი წმინდა ბრუნვით. კომპანიის დასრულებული ან მშენებარე პროექტები გამოირჩევა მასშტაბურობით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებითა და თანამედროვე არქიტექტურით. წარმატებული სამშენებლო ბიზნეს პროექტები კიდევ უფრო ამბიციური გეგმების შემუშავების საშუალებას იძლევა. სამომავლოდ კომპანია მიზნად ისახავს გაფართოვდეს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს საქართველოში.