წინამდებარე სტანდარტული წესები და პირობები არეგულირებს ვებგვერდით (grandmall.com.ge) სარგებლობის წესებს. ვებგვერდით სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით რომელიმე პუნქტს, გთხოვთ, არ ისარგებლოთ აღნიშნული ვებგვერდით. ვებგვერდით სარგებლობა ეკრძალებათ არასრულწლოვან, 18 წლამდე ასაკის პირებს.
თქვენს საკუთრებაში არსებული მასალების გარდა, ამ ვებგვერდზე განთავსებული ყველა სხვა მასალა წარმოადგენს „გრანდ მოლის“ (Grand Mall) ან/და მისი ლიცენზიატების ინტელექტუალურ საკუთრებას. თქვენ გენიჭებათ მხოლოდ ვებგვერდზე განთავსებული მასალების ნახვის შეზღუდული უფლება (ლიცენზია).
მომხმარებელს კატეგორიულად ეკრძალება:
წინამდებარე წესებსა და პირობებში "თქვენი კონტენტი" გულისხმობს ნებისმიერ აუდიო, ვიდეო, ტექსტურ მასალას, სურათს ან სხვა სახის ინფორმაციას, რომელსაც თქვენ განათავსებთ ვებგვერდზე. კონტენტის განთავსებით, თქვენ ანიჭებთ Grand Mall-ს არაექსკლუზიურ, გლობალურ, გამოუხმობ და ქველიცენზირებად უფლებას, რომ გამოიყენოს, რეპროდუცირება გაუკეთოს, მოარგოს, გამოაქვეყნოს, თარგმნოს და გაავრცელოს აღნიშნული მასალა ნებისმიერ მედიაში. თქვენ მიერ განთავსებული კონტენტი უნდა წარმოადგენდეს თქვენს საკუთრებას და არ უნდა არღვევდეს მესამე პირთა უფლებებს. Grand Mall იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე წაშალოს თქვენი კონტენტი ვებგვერდიდან.
ვებგვერდი მოწოდებულია „ისეთი, როგორიც არის“ (As is) პრინციპით, ყველა შესაძლო ხარვეზის გათვალისწინებით. Grand Mall არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას ვებგვერდსა, ან მასზე განთავსებულ მასალებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვებგვერდზე განთავსებული არცერთი ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც პროფესიული რჩევა ან სარეკომენდაციო ხასიათის მითითება.
არცერთ შემთხვევაში Grand Mall, მისი ხელმძღვანელი პირები, დირექტორები ან/და თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი რაიმე სახის ზიანზე, რომელიც გამომდინარეობს ან რაიმე ფორმით დაკავშირებულია თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენებასთან. Grand Mall და მისი გუნდი არ იღებს პასუხისმგებლობას რაიმე ირიბ, შემთხვევით, თანმდევ ან სპეციალურ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ვებგვერდით სარგებლობის შედეგად.
თქვენ თანხმდებით, რომ სრულად აუნაზღაურებთ ზიანს და დაიცავთ Grand Mall-ს ნებისმიერი პრეტენზიის, ხარჯის, მოთხოვნის, ზარალისა თუ სასამართლო დავისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შედეგად.
თუ წინამდებარე პირობების რომელიმე დებულება მიჩნეული იქნება ბათილად მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აღნიშნული დებულება გაუქმდება, რაც არ მოახდენს გავლენას დანარჩენი დებულებების ნამდვილობასა და იურიდიულ ძალაზე.
Grand Mall უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პირობებში. ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ კისრულობთ ვალდებულებას, რეგულარულად გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს.
Grand Mall-ს უფლება აქვს, წინასწარი შეტყობინების გარეშე გადასცეს, დაუთმოს ან მესამე პირს (ქვეკონტრაქტორს) მიანდოს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული თავისი უფლებები ან/და მოვალეობები. თუმცა, მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს, დაუთმოს ან სხვა პირს გადააბაროს ამ პირობებით მინიჭებული უფლებები ან/და დაკისრებული ვალდებულებები.
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სრულ შეთანხმებას თქვენსა და Grand Mall-ს შორის ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით და ანაცვლებს ყველა წინა შეთანხმებასა თუ ურთიერთგაგებას.
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ პირობებთან დაკავშირებით, განსახილველად გადაეცემა საქართველოს სასამართლოებს.