მოგზაურობა მხოლოდ ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილება არ არის , ეს არის ახალი კულტურების აღმოჩენა, დაუვიწყარი მოგონებების შექმნა და თავგადასავლებით სავსე პროცესი. ამ გზაზე კი უმნიშვნელოვანესია გყავდეთ საიმედო პარტნიორი, რომელიც თქვენი ნივთების უსაფრთხოებაზე იზრუნებს. სწორედ ამიტომ, როცა ვსაუბრობთ უმაღლესი ხარისხის სტანდარტსა და მოგზაურობის სინონიმზე, პირველ რიგში Samsonite (სამსონაიტი) გვახსენდება.
ყველაფერი შორეულ 1910 წელს, ამერიკაში დაიწყო, როდესაც ჯესი შვაიდერმა (Jesse Shwayder) კომპანია დააარსა. იმ დროისთვის მოგზაურობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო და განსაკუთრებულ გამძლეობას მოითხოვდა. ბრენდის სახელიც ბიბლიური გმირის, სიმტკიცით ცნობილი სამსონის შთაგონებით შეირჩა, რაც თავიდანვე უსვამდა ხაზს პროდუქციის უპრეცედენტო გამძლეობას. უკვე საუკუნეზე მეტია, Samsonite ბარგისა და სამგზავრო აქსესუარების გლობალური ლიდერია.
ის, რაც Samsonite-ს მსოფლიო ლიდერად აქცევს, მისი მუდმივი განვითარება და ინოვაციური მიდგომებია. ბრენდი იდეალურად აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, დახვეწილ დიზაინსა და უკიდურესად მსუბუქ, თუმცა წარმოუდგენლად გამძლე მასალებს. მათი პროდუქცია უძლებს ექსტრემალურ პირობებს, იცავს თქვენს ნივთებს დაზიანებისგან და ამავდროულად, მაქსიმალურად ამსუბუქებს ბარგის წონას.
Samsonite-ის მრავალფეროვანი არჩევანი - ჩემოდნები, ზურგჩანთები და აქსესუარები , შექმნილია მათთვის, ვისთვისაც მოგზაურობა, უსაფრთხოება და კომფორტი განუყოფელია. მიუხედავად იმისა, გეგმავთ მნიშვნელოვან საქმიან ვიზიტს, ხანგრძლივ შვებულებაში მიემგზავრებით თუ ყოველდღიური ურბანული გადაადგილებისთვის ეძებთ პრაქტიკულ ზურგჩანთას, ბრენდი ყველა საჭიროებას იდეალურად ერგება.
აღმოაჩინეთ თქვენი იდეალური სამგზავრო პარტნიორი Grand Mall-ში და აქციეთ თითოეული მოგზაურობა მაქსიმალურად კომფორტული და სტილური
ასევე, გრანდ მოლში შეხვდებით ბრენდებს, როგორებიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, Calvin Klein და სხვა…