OKTOPUS

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ - ეს არის სივრცე ჯანსაღი და თავისუფალი ცხოვრების სტილის მოყვარულთათვის. მომსახურების ხარისხით მან სწრაფად დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე და დღეს ის ლიდერია.
კლუბი გამოირჩევა კონცეპტუალური სიახლეების დანერგვით. „ოკტოპუსი“ არის ადგილი, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღოს სხვა და სხვა ტიპის მომსახურება, ექსკლუზიური შეთავაზებებით.
კლუბი ორიენტირებულია პროგრესზე, მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე ტენდენციების დანერგვაზე, რაც აისახება ფიტნეს შეთავაზებებში. „ოკტოპუსი“ ერთადერთია, სადაც გამარტივებულია წვდომა სერვისებზე და მომხმარებელს შეუძლია თავისი ანგარიში მართოს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. ამისთვის შეიქმნა ჩვენი მობილური აპლიკაცია. (Oktopus Fitness Club)

მრავალფეროვანი სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გარდა, კლუბს აქვს დამახასიათებელი ავანგარდული ინტერიერი და კომფორტული გარემო.
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ არის დამოუკიდებელი ქართული ბრენდი, რომელსაც მჭიდრო მოკავშირეები ჰყავს ინდუსტრიის ლიდერი კომპანიების სახით. კლუბის პარტნიორები არიან: Life Fitness (აშშ) და Technogym (იტალია)

  •  

მსგავსი მაღაზიები